არქივი

დედა…მამა…(ეს უკვე მოხდა)


  •      დედიკოოოოოოო… მამიკოოოო…
  •    რა მოხდა შვილო?
  •      ჩავისვარე  ;(
  •      დედაა… მამაა…
  •      რა მოხდა შვილო?
  •      5 იანი მივიღე.     (10 ბალიან შეფასებაში)
  •      კაი გოგო ხარ.   (კიდევ კაი დაავიწყდათ 10 ბალიანი შეფასება რომ იყო)
  •      დედა… მამა…  ეს უკვე მოხდა.

რაღაც არაამქვეყნიური სისწრაფით მოფრინავდნენ ჩემსკენ სამზარეულოში მონაპოვარი ნითები, პირველი ქაფქირი იყო, მერე აღარ მახსოვს, ბოლოს მახსოვს  ცომის საპრტყელებელი როგორ გორაობდა იატაკზე, მერე დედაჩემის განწირული ხმა:  ამისთვის გაგზრდე?  მამჩემის ღნავილი: ბოზი მყოლია სახლში და არ ვიცოდი,  მე კაცი ვარრ?  მოგკლავ! მოგკლავ !  მერე მართლა აღარ მახსოვს !

რა ძნელია მშობლისთვის ამის მოსმენა,  ისინი ხომ მთელი ცხოვრება ზრუნავენ რომ ბედნიერები ვიყოთ,  მხოლოდ შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ისინი ხომ ამ დევიზით ცხოვრობენ „ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ“

ნეტავ ამ არაფერში რას გულისხმობენ? საჭმელს? სასმელს? ზამთარში თბილ ქურთუკს და ზაფხულში 2 კვირიან საგზურს აჭარაში?

ნუთუ არ ფიქრობენ იმას რომ  თავისულება ჭირდება ახალგაზრდას საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის?  მშობელთან მეგობრეული საუბარი ჭირდება და არა კონსერვატორიული გარჩევა, და ბოლოს პასუხი : ჩვენც ვიყავით შენხელები, დაგვიჯერე რასაც გეუბნებით გოგო !

  •      შენ  შეარცხვინე შენი ოჯახი !
  •      რატო?
  •      ქორწინებამდე სექსი გქონდა !
  •      მე ის მიყვარს, მერე რა რომ მასთან არ ვცხოვრობ… ეს უკვე მოხდა… აღარაფერი შეიცვლება !

კიდევ მოფინავდნენ ჩემსკენ საგნები, საფერფლე და მიქსერი დავინახე პირველად , ორივე ერთად მოიწევდა ჩემსკენ ეტყობა ორივემ ერთდროულად მესროლეს ის რაზეც მიუწვდათ ხელი…

ჩემი მეზობელი ირმა, არასდროს გაბედავს ამას, რომ გაიგოს რაზე ინგრევა ხოლმე ჩემი სახლი საღაამოობით, რატომ ცვივა ფანჯრიდან ჩემი ტანსაცმელი,  რატომ ანთებს მამაჩემი კოცონს ყოველ საღამოს… (შანთების გასავარვარებლად მკითხველო). შეიძლება გაბედოს მაგრამ, ოხ ეს წყეული მაგრამ !  ვერ გაბედავს, გათხოვდება გარიგებით, ტრუსიკს გაიხდის  მშობლების ნებართვით, მათი თანდასწრებით ჩააბარებს ქალიშვილობას მამიდის მოძებნილ კაცს, და ამაყად იტყვის მე ოჯახი არ შემირცხვენია… მე ის ვაჩუქე ჩემს ქმარს, რაც მე თქვენ. დედააა… მამააა… მოაწერედ ხელი თქვენ და გიამ, დაამტკიცედ ნოტარუილად, მისამართზე : აპკნაბოძებიშვილის ქუჩა  N3

დილა ქალაქში…


აქ რა მინდა?ამ კითხვის დასმისას თითქოს თავს ვიმართლებ,თითქოს ვინმეს მინდა დავუმტკიცო რომ დარტყმული სულაც არ ვარ,არადა გულის სიღრმეში ხომ ვიცი აქ რასაც ვაკეთებ …
ამ ყველაფერს ერთი პლიუსი აქვს,ახალი პოსტისთვის თემა მექნება..
რატომ არ რეკავს ტელეფონი?ხოო პრინციპში როდის იყო მაგას ანგარიშზე ქონდა..რო დარეკოს რა უნდა ვუთხრა?სად ვართქოო?არა დარეკოს და რამეს მივიფიქრებ…ვითომ დეპრესიის ნიშნებიაა?ვითოომ? ნწარააჰ…
_ტუუ..ტუუ…არ იღებს …ერთი რაა…
საშუალო სიმაღლის,ოდნავ მსუქანი,თავშალით თავზე და მწვანე ბარხატის კაბით..ეს მეეზოვე ქალია..არვიცი რატომ მაგრამ ჩემი ძველი სკოლელი გამახსენდა…რა შუაშია რავიცი… ))ისე ხვეტავს კაცივერ შეაწყვეტინებს…

-გოგონა ერთი წუთით ადექით….

ხოდა რას ვამბობდი..ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მსგავსი მომენტი იყო უკვე ჩემს ცხოვრებაში…არვიცი რატომ მაგრამ,მარტო როცა ვარ გენიოსი ვხდები ))

დღეს ინგლისური მაქ ხუთზე..რაც დაიწყო დღე არ გამიცდენია და თან მთხოვა არ გააცდინოო,არადა გაცდენა მინდა..არც ქსეროქსი გამიკეთებია…რა უყურადრებო ვარ (მასწავლებლის ფრაზა)

-ტუუ..ტუუუ..კიდევ არ იღებს..რა ცუდია…

მეეზოვეს დაქალი გამოუჩნდა …ის შედარებით გამხდარია და სულ შავები აცვია,მხოლოდ თავშალია ლურჯი..სკამზე ჩამოჯდნენ  და საუბარი დაიწყეს..რაღაცას არჩევენ,მაგრამ არვიცი რას. ქურთულად ლაპარაკობენ..დაახლოებით ისეთი ქალია ძველ ფილმებში რომ გვხდება,უბრალოდ ოქროს კბილი არ აქვს.. :დ

ერთი ძალიან უცნაური ქალია ჯინსებში,კაცის “პახოდკით” დადის და საეჭვოდ მათვალიერებს…ეტყობა სახე ეუცხოვა და მაკვირდება ვინ ვარ…

მიყვარს როცა ვზივარ ფეხების სკამზე შემოწყობა,მაგრამ აქ რომ ესე ვქნა,ის მეეზოვე ალბათ ცოცხს მირტყავს.. :დ

არა მაინც არ ვნანობ რომ სკოლაში არ წავედი,საინტერესო დღეა…უცნაური..აწი სულ მარტო ვივლი :დ არა არ ვივლი… :დ

ის უნცაური ქალი გამოჩნდა,მიახლოვდებაა,ვაიმეე :დ ჩემს უკან სკამზე დაჯდა..სიგარეტს ისე აბოლებს თითქოს არაფერი აღელვებს..აქ,ქალაქის ცენტრში,ეს უცნაური ქალი,ამ ყველაფერს უფრო ინტერესს ძენს.. ))

ფრთხილად ვიხედები უკან,მინდა მისი გარეგნობა დეტალურად ავღწერო,მაგრამ ისიც არმინდა შემამჩნიოს რომ ვაკვირდები…თუმცა მხოლოდ ის შევამჩნიე რომ თმაში ჭაღარა შეპარვია..უკვე მეორე ღერს ეწევა…

მეეზოვე ადგა და ხვეტა განაგრძო…დაქალი ელაპარაკება და ესეც ალბათ ერთგვარი დახმარებაა….

უცნაურმა ქალმა მოულოდნელად რაღაც მკითხა,ისე შემეშინა შევხტი და კითხვა ვერ გავიგე…შემდეგ გაიმეორა..

-საათი…

_არ მაქვს,უკაცრავად..

ადგა და წავიდა..გული დამწყდა,მეგონა გამომელაპარაკებოდა..ქალაქი ნელნელა ახმაურდა…ალბათ ესე 10:00 საათია…თუმცა დარწმუნებული არ ვარ..

მეეზოვე ისე წავიდა,ვერ შევამჩნიე,მას გაყვა მისი დაქალიც..ეზო სუფთაა და რაღა ენაღვლება,ეხლა მე რაღაზე ვწერო…

აი გამოჩნდნენ დიდი,შავი პარკით ხელში..დაქალს შავი პარკი უჭირავს,ხოლო მეეზოვეს ცოცხი და აქანდაზი..კუთხეებში მოგროვილ ნაგავს ამ შავ პარკში ყრიან..მეეზოვე დადის ხოლო დაქალი დაყვება,თან რაღაცას არჩევენ და ვერ გავიგე რას..

_..ტუუუ..ტუუ..

ნეტა სადაა…ალბათ ლექციაზეა…

მზე გამოვიდა,ანუ შუადღე ახლოვდება..სამწუხარო ამბავია,დილით ყოველთვის უფრო საინტერესოა…

კოდალ_ბუ


იყოდაარა იყო რაა..

იყო ერთი ტყე,სადაც იყო ერთი ხე,სადაც იყო ფუღურო და სადაც ცხოვრობდნენ კოდალა და ბუუ …(ეს ოცნება)

ამ ხეზე სხვა ფუღუროებიც იყო სადაც ერთად ცხოვრობდნენ კოდალები და ბუები…მხოლოდ ამ ფუღუროში ცხოვრობდნენ კოდალა და ბუ ერთად…

სხვა ფუღუროებიდან ხშირად ისმოდა შეძახილები:ზოგჯერ თბილი,ზოგჯერ მწარე….

არასდროს არ ფიქრობდნენ სხვებზე..მათ მხოლოდ ერთი მიზანი ქონდათ,ბევრი კოდალ_ბუები უნდა გაეჩინათ რომ მათ ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაევლო ))

იყოდაარა იყო რაა… 

99 %..


2006_2007_უგები..

 

 

 

 

 

 

 

 

 

2008_2009_კუბიკებიანი კაშნი…

 

 

 

 

 

 

 

2010_ბეწვის ჟილეტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

და ისევ უგები….

 

 

 

 

 

 

 

და აი 2011…ფერადი საათი..

 

 

 

 

 

 

ყველაზე ცუდი ისაა რომ,რამე რომ მომეწონება,მაინცდამაინც იმას ატარებს მთელი საქართველო და ამიტომ არ ვყიდულობ )…ქართველებს მგონი ცოტა ინდივიდუალურობა გვაკლია )))….

იძებნება


                                                                იძებნება

საშუალო სიმაღლის,შავი თვალებით და მუქი შავი თმით..

განსაკუთრებული ნიშნები: სათვალე და სერიული მკვლელის სახე..

დანაშაული: არასრულწლოვნების წამება..

თუ სადმე გადააწყდებით ამ ქალბატონს მაშინვე განაცხადეთ პოლიციაში და გაფრთხილებთ,ახლოს ნუ მიეკარებით,საშიშია ჯანმრთელობისთვის :))))

 

თეგ თამაშის ბიძაშვილი : )) ..


ესეც ახალი თეგ_თამაში,სადაც მარიმ დამთაგა.. დავიწყეე :)))

  •  ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე ?_ტანსაცმლით…
  • შავი თუ ლურჯი კალამი ?_ლურჯი.
  • მოგწონს მოგზაურობა ?_უბრალოდ კი :დ
  • მოგწონს ვინმე?_რაღა დაგიმალოთ და კი :დ
  • იცის ?_კი…… :)))
  • ფიქრობ რომ მიმზიდველი ხარ?-ისააა რა კარგი ამინდია :დ
  • გინდა რომ დაქორწინდე?_ ნწუუ :))
  • ვისზე?_ალპინისტზე :))
  • კარგი სტუდენდი ხარ ?_ჯერ არვიცი :))
  • ახლა ბედნიერი ხარ?-ამ პასუხძე ორი წუთი ვფიქრობდი და დავასკვენი რომ კი :))
  • მოგიტყუებია ვინმე ?_არც თვითონ დაუკლიათ :)))
  • დაბადების ადგილი-თბილისი :))
  • შობა თუ ჰელოუინი ?_რთული კითხვაა..მაგრამ მაინც შობა :))
  • ფერადი თუ შავთეთრი ფოტო ?_ფერადი
  • შორ მანძილზე ურთიერთობები ძლეებს ??_არა :))
  • ასტროლოგიის გჯერა ?- არა..
  • გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის ?_არა..
  • სვაავ ?_ არა .ხანდახან :))
  • ხალხს ამხიარულებ?_გააჩნია ვის :))
  • ფიქრობ რომ ოცნებები ხდება ?_ ოცნება თუ მიზანია კი :))
  • საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი –დიტე 
  • მოგიპარავს ოდესმე რამე ?_კი :დ
  • როგორი ამინდია ახლა ??_კარგი 🙂
  • ბოლოს როდის შეიჭერი თმები ?? _12 წლის ასაკში 🙂
  • ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე ?_ლაშას ..
  • როდის იბანავე ბოლოს? _2 საათის წინ :))
  • წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? _მშვიდი :))
  • ღამე თუ დღე? _ ორივე :))
  • ბალიშების რაოდენობა ? _2..
  • პიანინო თუ გიტარა ?_გიტარა..
  • მომავალი სამსახური ?_ელიავას მუშა ანუ არვიცი :))
  • ახლანდელი სამსახური – ნერვების შლა,ოღონდ ფულს არ მიხდიან :))
  • ახლანდელი სიყვარული –ლაშა და ბლოგი :))
  • ახლანდელი იმედგაცრუება-
  • ახლანდელი გაბრაზება –უსამართლობის მსხვერპლი გავხდი :))
  • ბოლო რაღაც რაც ჭამე ?_კარტოფილი 🙂
  • ბოლო რაღაც რაც შეიძინე –ქართულის რვეული :))
  • რა გესმის ახლა ?_გაურკვეველი ფილმის გახმოვანება :))
  • გაქვს გეგმები weekend–ისთვის? –  ჯერ არაა :))
  • რა ქენი დღეს? _ ფრენბურთი ვითამაშე :))
  • მინდა!-მოტოციკლი :))
  • ვისურვებდი – ბრაზილიაში მოგზაურობას :))
  • მაინტერესებს _ ლიტერატურა :))
  • ახლა რა გაცვია ?_ ჩემი ძმის შარვალი და ჩემი ძმის ზედა :))

ვთაგავ: ნინუცას


თავში


https://i0.wp.com/i037.radikal.ru/0801/85/6bb9a258a985.jpg

შესავლის ნაცვლად

სიტყვისა ადამიანი გახლავართ და ვწერ ამ პოსტს, რითი დავიწყო არ ვიცი, რა გითხრათ არ ვიცი, ვაბშე არ გიცნობთ ,,, ისე კი მაქვს უფლება ვიჯლუგუნო როგორც გამიხარდება ისე, მაგრამ ახალი ვარ და ნუ შეგეშინდებათ მაცვია ტანთ. Continue reading

სანამ ცოცხალი ვარ


სასწრაფოდ ვაგრძელებ თეგ_თამაშს სადაც ელიმ დამთაგა…  ეს პოსტი ეძღვნება ჩემ მიზნებს,ანუ რას გავაკეთებ და საერთოდ როგორ წარომიდგენია ჩემი მომავალი ცხოვრებაა…. )))

  •  სანამ ცოცხალი ვარ,აუცილებლად ჩავაბარებ…
  • სანამ ცოცხალი ვარ,ავიხდენ ოცნებას და მარტო გადავალ საცხოვრებლად..
  • სანამ ცოცხალი ვარ,ვიქნები ყოველთვის ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ბავშვური..
  • სანამ ცოცხალი ვარ არასდროს გავცემ ხმას ჩემ დეიდაშვილს..
  • სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის ვიქნები მარტო და თან ყველასთან ერთად… (ეგ არმინდა ეგრე რომ იყოს მაგრამ ეგრე იქნება)
  • სანამ ცოცხალი ვარ გავაკეთებ ყველაფერს საზღვრების ფარგლებში და მის გარეთ…
  • სანამ ცოცხალი ვარ მეყოლება შვილი,სახელად ქრისტინე (ოღონდ ქმარი არ მინდა)
  • სანამ ცოცხალი ვარ შევეცდები რომ ვიყო ყველასთან სამართლიანი…
  • სანამ ცოცხალი ვარ არავისზე ვიქნები დამოკიდებული…
  • სანამ ცოცხალი ვარ არ ავყვები სტერეოტიპებს..
  • სანამ ცოცხალი ვარ ვისწავლი გიტარაზე დაკვრას..
  •  და ბოლოს სანამ ცოცხალი ვარ,დავლაშქრავ რომელი მწვერვალს.ნუ თუ ჰიმალაი არ იქნება იყოს კავკასიონი… :) )
p.s  ეს მიზნებია და არა სურვილები….)))))
 
 
 ვთაგავ:ნინუცა

ხალხი გაოცდება როდესაც შეიტყობს, რომ მე…


რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?_ რატომ იტყუები სულ?

რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?_მგზავრობაში :))))

რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?_ ჭამის.. :))) (ხო ვიცი მუცლის მონა ვარ) :დ

როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში?_წინა ცხოვრების არ მჯერა მაგრამ ალბათ კატა :)))

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?_დეიდაჩემმა :)))

რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?_უფრო სერიოზული ვიქნებოდი თავის დროზე.. :))

50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?_ასაკი ემატება,ჭკუა არაოო :დ :დ 

ყველაზე შტერული კითხვა?_დაკავებული ხარ? ან შენი გაცნობა შეიძლება? :დ

ხალხი გაოცდება, როდესაც შეიტყობს,რომ მე.._ათეისტი ვარ…

ხალხი თვლის რომ მე.._ბავსვი ვარ… :დ და მენათალეთ მე :)))

ვერ ვიტან როცა…_უსამართლოთ მექცევიან :))

ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი…_ბაიკერად :)) ან ალპინისტად…  🙂

ვარდისფერი პოსტი


ამ პოსტს ვუძღვნი ჩემთვის ძალიან ძვირფაას ადამიანს,რომელიც ფიქრობს რომ ჩემი ბლოგი ზედმეტად ხელოვნურია…რომ ასეთი სინამდვილეში არ ვარ და ა.შ… ეს მას მინდა დავუმტკიცო რომ ჩემ თავზე სიმართლის წერას სულაც არ ვერიდები,და თუ მე აქ რამეს ვწერ მარტო იმიტომ რომ ჩემი ჭია გავახარო….

დავიწყოთ თავიდან…..დავიბადე თბილისში,პირველ სამშობიაროში…გავიზარდე ასევე თბილისში…მე7ე წელში რომ გადავედი   შევედი მე7ე საჯარო სკოლაში,მე6ე კლასამდე იქ ვსწავლობდი,მერე გადავედი მე11ეში,მერე მე12ეში,მერე ისევ უკან…აქედან დასკვნა სადღაც გულისსიღრმეში ბოშურიც მაქ რაღაც :დ ეხლა მე8ეში ვსწავლობ…

ნუ ვთვლი რომ ვარ სუსტი ნებისყოფის,სუსტი,დაუფიქრებელი და ყველაზე დიდი მინუსი რაც მაქ,ესარის რომ სულ სხანაირს წარმოვაჩენ თავს და სულ სხვანაირი ვარ,ოღონდ ამას ძალით არ ვაკეთებ…მიყვარს ადამიანების გაკრიტიკება…..ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ,ძალიან ბევრს,ძალიან ბევრი კვადრატში….ერთერთი ცუდი თვისება კი ისარის რომ იმასთან ვარ პიდაპირი ვისთანაც გამდის და არა იმასთან ვისთანაც უნდა ვიყო…… :)))

დეედა რამდენი მინუსი მქონია….ალბათ კიდე ვაკლებ რაღაცეებს…ხო კიდე მსუნაგი ვარ, როგორც ზოგზოგიერთები იტყვიან “მუცლის მონა” :დ ნუ დადებითიც მაქ რათქმაუნდა მაგალითად საყვარელი ვარ,უსაყვარლესი 😀 😀 😀

ზეთს ოლ… 🙂