ბავშვობაში დარჩენილი 5 ოცნება,ანუ სანტა კლაუსი რომ რეალური ყოფილიყო

ვაგრძელებ თეგ თამაშს რომელიც ელიმ წამოიწყო და მადლობა ამ იდეისთვის…

ჩემი საახალწლო განწყობა ნოემბრიდან იწყება. მიყვარს ყველაფერი რაც ამ დღეს უკავშირდება,მიყვარს მზადების პროცესი ისევე როგორც ბავშვობაში..

ეს პერიოდი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იყო..ჩემ ოჯახში ისედაც მრავალბავშვიანობა იყო და ამ პერიოდში განსაკუთრებით..ტელევიზორში საახალწლო რეკლამა თუ გამოჩნდებოდა ანუ დაიწყო და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო..

დილით ყოველთვის საახალწლო ფილმები ან მულტფილმები გადიოდა და მე და ჩემი ძმაც ყოველთვის ადრე ვიღვიძებდით რომ მოგვესწრო ყურება..ყოველთვის მინდოდა დიდ სახლში ცხოვრება,”ადინ დომაში”  როა დაახლოებით ეგეთში..

ერთერთი რიტუალი რომელიც სრულდებოდა ეს იყო რომ ყოველ წელს ახალ სათამაშოებს ყიდულობდნენ ხოლმე და მოუთმენლად ველოდი საყიდლებზე წასული დედა,სახლში რას მოიტანდა .. ახალწელს ყოველთვის ბევრნი ვიყავით და უფრო მაგარი იყო (სამწუხაროდ ეხლა ეგრე აღარაა)..

ასევე მჯეროდა სანტასი..ასევე ყოველთვის ველოდებოდი და წერილებსაც ვუწერდი..ნუ თუ სასწაულს არაფერს ვთხოვდი მისრულდებოდა კიდეც..

ერთხელ მახსოვს როცა “სანტამ” ვერაფერი მაჩუქა,დედაჩემმა მითხრა “როგორ არ მოგიტანა ბევრი კანფეტები ,მაგრამ ჩვენმა მეზობელმა,ბარდაძემ შეჭამაო” და ჩემთვისაც ბარდაძე N1 მტერი იყო :დ :დ

ბავშვობაში მაინცდამაინც მრავალფეროვანი სურვილები არ მქონია..:დდ

1 რაც იყო მინდოდა ეს იყო დიდი,ვარდისფერი თოჯინა რომელსაც მუცელზე რომ მიაჭერდი მღეროდა (ჩემ მეზობელს ქონდა და ) :დდ

2. მინდოდა პატარა,ოთკუთხედი სამზარეულო (ეგ მეორე მეზობელს ქონდა) :დდ

3.მინდოდა დიდი სახლი,რომელსაც საახალწლოდ ისე მოვრთავდი როგორც ფილმებში იყო :დ

4.მინდოდა ფურფუშელებიანი კაბა :დ

5. და ბოლოს მინდოდა მალე გავზრდილიყავი :დ

ნუ მაინცდამაინც ორიგინალური ბავშვი არ ვყოფილვარ თუმცა საჩუქრების გამო ახალი წელი არასდროს მიხაროდა,მიხაროდა იმ განწყობის გამო რომელსაც ახალი წლის მოახლოება ქმნიდა.. ამ დროს თვით “ნერვოზიანი დიდებიც” კი არ აძლევენ უფლებას თავს რომ ცუდ ხასიათზე იყვნენ..თუმცა არც ეხლა მიხარია ნაკლებად :დ

ვთაგავ სოფის და მარის ))

12 thoughts on “ბავშვობაში დარჩენილი 5 ოცნება,ანუ სანტა კლაუსი რომ რეალური ყოფილიყო

  1. 😀 შურიანო :დ მეზობლების კაპიროვკა :დ ახალი წელი ხომ ისედაც ყოველ წელსაა რა აქვს მაგას საზეიმო :დ მოკლედ იცი როგორი პოსტია? სამი წლის ბავშვს ხომ ვერ გააჩუმებ და ვერც იმას აიძულებ მოიტყუოს, აი ეგრე ხარ შენც :დ:დ :*:*:*:*

  2. მთავარია, სიხარულის უნარი არ დაკარგო არასდროს და მარტო ახალი წელი კი არა, სხვა ბევრი “ჯადოსნური” დღეც ბევრი გექნება ცხოვრებაში. 🙂

    • მადლობა ქეთი .. კი გეთანხმები.. )) არც ვკარგავ..მე მგონი პირიქით ასაკის მატებასთან ერთად უფრო ვპატარავდები :დ

დატოვე კომენტარი